დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თამარ ქობულაძის ინიციატივით, მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა V კლასელებთან საინფორმაციო და შემოქმედებითი შეხვედრა გამართეს.
მოსწავლეებმა პატარებს გააცნეს დედაენის დღის მნიშვნელობა, ისაუბრეს ქართული ენის ისტორიასა და უნიკალურობაზე. შეხვედრას გამორჩეული ხიბლი შესძინა სახალისო აქტივობებმა, რომლებიც თავად უფროსკლასელებმა მოიფიქრეს და დაუგეგმეს უმცროს მეგობრებს.
ღონისძიება მეგობრულ და შემეცნებით გარემოში წარიმართა და მიზნად ისახავდა ენობრივი თვითშეგნების, გუნდური პასუხისმგებლობისა და შემოქმედებითი ჩართულობის წახალისებას.
იხილეთ ფოტოები: