ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრინავენ.
შესაბამისად სკოლაში აქტიურად აღინიშნა დედამიწის დღე. სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა გაიმართა.
მათ შორის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები დაამზადეს, აღნიშნეს თითოეული ჩვენგანის როლი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. მოსწავლეებმა გარემოს გამწვანებაზეც იზრუნეს და სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.
იხილეთ ფოტოები: