ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება, მათ შორის აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 9 აპრილი.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილის გმირთა ხსოვნას. ბავშვებმა გააჟღერეს ლექსები და მუსიკალური ნომრები, გააზიარეს თავიანთი ემოციები და დაფიქრდნენ ამ ისტორიული დღის მნიშვნელობაზე.
მასწავლებლებმა მოსწავლეებს გააცნეს 9 აპრილის მოვლენები, ისაუბრეს თავისუფლების ფასსა და ეროვნული თვითშეგნების მნიშვნელობაზე. შეხვედრას თან ახლდა ფოტოებისა და ქრონიკების ნახვაც, რაც ახალგაზრდებს დაეხმარა უკეთ გაცნობოდნენ ისტორიის ამ მნიშვნელოვან ფურცელს.
სკოლის ინიციატივა მიზნად ისახავდა, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას და იმ გმირების ხსოვნის უკვდავყოფას, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას.
ღონისძიება მასშტაბური სახე ჰქონდა და არაერთ კლასი მოიცვა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:
იხილეთ ფოტოები: