ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის მნიშვნელობას საინეტრესო პრეზენტაცია მიეძღვნა
06-05-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

რა თქმა უნდა, სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.

23 აპრილს, სკოლის, მე-7 კლასის მოსწავლეებთან, კლასის დამრიგებელმა და ისტორიის მასწავლებელმა - ლალი რობაქიძემ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია თემაზე - „წიგნის ისტორია“. პრეზენტაციის დროს პედაგოგმა განიხილა თუ რა გზა გაიარა წიგნმა უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე - კონკრეტულად თიხის ფირფიტებიდან ელექტრონულ ფორმამდე.

შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნის კითხვა? გამოთქვეს მოსაზრებები, რომ წიგნის კითხვის დროს ახალ ინფორმაციას იღებენ, უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების, წარმოსახვის, ემპათიის, კონცენტრაციის უნარი. რაც უფრო მეტს ვკითხულობთ მდიდარი და მრავალფეროვანი ხდება ჩვენი ლექსიკონი. მოსწავლეებმა ისაუბრეს საყვარელ ნაწარმოებებზე და წაიკითხეს საინტერესო გამონათქვამები წიგნის შესახებ.

23 აპრილს 1996 წლიდან წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...