ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა ერთმანეთს წიგნები უსახსოვრეს და საინტერესო საკლასო ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი
05-05-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ და მიზნის მისაღწევად არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას მიმართავენ. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც 23 აპრილს აღინიშნება. ამავე დღეს იღებს სათავეს წიგნის ჩუქების საერთაშორისო კამპანია. საქართველოში კი ეს ტრადიცია 2019 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

„წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, რაღაც კუთხით გამოცდილებაც, ჩვენი და თქვენი გამოცდილება“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც 23 აპრილს სწორედ ამ შემართებით აღნიშნეს, მე-6 კლასის მოსწავლეებმა წიგნიერების დღესასწაული. აქტივობა კლასის ხელმძღვანელის  ნ.ხურციძის ინიციატივითა და მოსწავლეთა მშობლების მხარდაჭერით, მოეწყო.

ყველა მოსწავლემ მერხის მეგობარს საჩუქრად წიგნი გადასცა. წიგნი, რომ საუკეთესო საჩუქარია, აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნთან ერთად დიდი სიხარული აჩუქეს. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ინიციატივა ტრადიციად აქციონ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...