ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
05-05-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, შესაბამისად სკოლაში აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები. 

14 აპრილს, მე-8 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ია კლდიაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ინგა ხაჟომია, ნინო ლიპარტელიანი) ქართული ენის დღეს მიუძღვნეს ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია - „ო, ენავ ჩემო!“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები დედაენაზე, გამონათქვამები ქართული ენის შესახებ, ანბანთქება, შეასრულეს სიმღერები. ბოლოს კი ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ დაიცავენ ქართული ენის სიწმინდეს.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...