ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს „ინოვაციური სასკოლო ჰაბი“. მისი წევრები არაერთ საინტერესო პროექტსა და აქტივობას ახორციელებენ.
ამჯერად, სკოლაში არსებული „ინოვაციური სასკოლო ჰაბი“ მორიგი კრეატიული პროექტის პრეზენტაციის წარდგენისთვის ემზადება.
სასკოლო პროექტი „მინიატურული ქალაქი“ აქტიურად მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება
პროექტი მასშტაბური და გრძელვადიანია. პროექტში ჩართულნი არიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები: მხატვრები, არქიტექტორები, დიზაინერ-კონსტრუქტორები.
პროექტში ჩართული მოსწავლეები ცდილობენ გააცოცხლონ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები მინიატურაში.
პროექტის მთავარი იდეა არის ქალაქის წარმოჩენა განსხვავებული რაკურსით და მოძრავი რესურსების შექმნა.
იხილეთ ვიდეო: