ქუთაისის N32 სკოლის მასწავლებელი სალომე თადუმაძე კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულია
06-05-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგი სალომე თადუმაძე გარდა წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისა შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევა. პედაგოგი საინტერესო კალიგრაფიულ ნამუშევრებს ქმნის. 

ახლახან, მან კალიგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა და ოქროს სიგელი გადაეცა. კონკურსში არაერთი საინტერესო ნამუშევარი იყო წარდგენილი, თუმცა სწორედ მისი ნამუშევარი გამოირჩა დახვეწილი ხელწერით, სიზუსტითა და ესთეტიურობით.

გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პატივისცემასა და აღიარებას, რომელსაც იგი მოსწავლეების, კოლეგებისა და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან იმსახურებს.

სკოლაში მას წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის ულამაზეს, უსაყვარლესსა და უმშვენიერეს პედაგოგს, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალს, ქალბატონ სალომე თადუმაძეს, ვულოცავთ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებას! დამსახურებულ ჯილდოს - ოქროს სიგელს და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...