დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობა გაიმართა. ღონისძიებების მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ენისა და დამწერლობისადმი სიყვარულის გაღვივება და ეროვნულ ფასეულობებთან დაახლოება.
კვირეულის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ ქართული ენისა და დამწერლობის ისტორიას, ისაუბრეს მისი განვითარების ეტაპებზე და კულტურულ მნიშვნელობაზე. ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მონაწილეებმა ხელწერის უნარების დემონსტრირება მოახდინეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლის მონაწილეობა მუნიციაპლურ ღონისძიებაში, სადაც მოსწავლეებმა სიმღერა მიუძღვნეს დედა ენას, წარადგინეს თავიანთი ხელით შექმნილი „დედა ენის წიგნი“ და საზოგადოებას წაუკითხეს ლადო ასათიანის ლექსი „ქართული ენა“.
აღნიშნული კვირეული მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდობის ენობრივი თვითშეგნების ამაღლებასა და ქართული კულტურის ღირებულებების გაფართოებაში.
იხილეთ ფოტოები: