მასწავლებლების საყურადღებოდ, მინიმუმ რამდენი ქულა უნდა მიიღოთ გამოცდაზე ბარიერის დასაძლევად - საგამოცდო დრო და მაქსიმალური ქულა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2025 წლის საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულები საგამოცდო დრო და ქულა რომლის გადალხვის შემთხვევაშიც აპლიკანტს გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება.
საბაზო პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტის მაქსიმალურ ქულაა 45 ქულა, ხოლო საგამოცდო დრო - 4 საათი. საბაზო პროფესიული უნარების წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 40%-ის დაგროვებას (18 ქულა და მეტი).
უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. საგამოცდო დრო - 4 საათი. ზღვარი გადალახულად ითვლება თუ გამოსაცდელმა დაძლია მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი (33 ქულა და მეტი).