ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში წახალისებული და მხარდაჭრილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და მათ სახელზე არაერთი წარმატებაა.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა TOEFL-ის ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებას აღნიშნევენ. მოსწავლეები ინგლისური ენის ოლიმპიადაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და მე-2 ტურში გადავიდნენ.
ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: ბარბარე გაბისიანი (III კლასი), დავით ფხალაძე ( (III კლასი), მათე მამასახლისი (III კლასი), ბარბარე ბანძალაძე (III კლასი), ანასტასია დოლაბერიძე (V კლასი ), საბა კოპალეიშვილი (V კლასი), ემილი ჯავახაძე (Vკლასი), მარიამ ხურციძე (Vკლასი), გვანცა ჭრელაშვილი (V კლასი), ელენე მეხრიშვილი ( VIკლასი), ცოტნე შეყილაძე (VI კლასი), ლუკა მანაგაძე (VI კლასი), მათე მანაგაძე (VII კლასი), გაბრიელ დეისაძე (VII კლასი), თეკლა კოსტავა (VIII კლასი), ანასტასია ტყეშელაშვილი (VIIIკლასი), ნინო ხვადაგიანი (VIIIკლასი), ნიკოლოზ ხიჯაკაძე (VIIIკლასი), ნოდიკო ჩაგელიშვილი (IX კლასი) და ანა გაფრინდაშვილი (XI კლასი).
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ შემდეგ ეტაპზე გამარჯვებას უსურვებენ.
„სასწავლო წელი ნამდვილად წარმატებით გვირგვინდება – მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი მოსწავლეები წარმატებით გადავიდნენ TOEFL-ის საერთაშორისო ოლიმპიადის მეორე ტურში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მოსწავლე მოხვდა საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეთა შორის და უმაღლესი შედეგები აჩვენეს! ბევრი შრომა, მომზადება და თავდადება – ამ ყველაფერმა გაამართლა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მაღალია ჩვენი მომავალი თაობის პოტენციალი! ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ინგლისური ენის პედაგოგებს პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისთვის! (სოფო პავლიაშვილი, თამარ ციცვიძე, ქეთი კუბლაშვილი, თამარ აბდალაძე)
ეს წარმატება მხოლოდ დასაწყისია! წინ კიდევ უფრო მეტი მიზანი და გამარჯვებაა! პროგრამაზე მუშაობა ხორციელდება ინგლისური ენის ლიტერატურული კლუბის Beam With Books -ის მიერ. კლუბის დამფუძნებელი - ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ციცვიძე გახლავთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: