
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ლექცია, რომლის მთავარი თემა იყო ქართული ენის ეროვნული მნიშვნელობა და ღირებულება.
ლექციის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა მშობლიური ენის უნიკალურობას, მის კულტურულ და ისტორიულ როლს, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანეს საფუძველს.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ენის სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავებას, რაც სკოლისთვის ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო პრიორიტეტია.
იხილეთ ფოტოები: