ოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტეგრირებული გაკვეთილი ერეკლეს ნახიდართან ჩაუტარდათ
02-05-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. შთამბეჭდავი იყო ასპინძაში, ერეკლეს ნახიდართან ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - ნიკოლოზ ბარათაშვილის - „ბედი ქართლისა“.

ეს იყო დღე წარსულის გახსენების, დაფიქრების, განსჯის, აზრების გაცვლის. დღე, როცა ამაყად ამბობ: „ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულებს, თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო“. 

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს ერეკლეს, როგორც ლიტერატურული და ისტორიული პერსონაჟის, ასევე კრწანისის ბრძოლის უკუღმა დატრიალებული ჩარხისა და ქართველთა უიღბლო თავდადების შესახებ.

გაკვეთილი ჩაატარეს ქართული ლიტერატურისა და ისტორიის პედაგოგებმა - ცირა გურეშიძემ და ნათია ტაბატაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...