ორჯის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებისთვის სპორტულ-გასართობი თამაშები მოეწყო
02-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებისთვის სპორტულ-გასართობი თამაშები მოეწყო სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლა აქტიურად განაგრძობს მრავალფეროვან და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს. ამჯერად, მოსწავლეები სპორტულ აქტივობაში ჩაერთნენ. 

მე-4 კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა - ივეტტა პეტროსიანმა სხვადასხვა სპორტულ-გასართობი თამაშები შესთავაზა. 

მოსწავლეებმა დრო სახალისოდ და ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...