ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მოსწავლეთა მამაოტივირებელი აქტივობებით. პედაგოგები განსაკუთრებით პირველკლასელთა სასწავლო შემართებაზე ზრუნავენ მათ სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით ანებივრებენ.
ახლახან, პირველკლასელებმა გეომეტრიული ფიგურები შექმნეს და ეს ყველაფერი თამაშ-თამაშით, ხალისითა და დიდი სიხარულით გააკეთეს. აქტივობა მოსწავლეებს პედაგოგმა ვარა გალიბინმა შესთავაზა. მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: