ქუთაისის N38 სკოლის მე-3 კლასელები საზოგადოებას ქუთაისქალაქობას შთამბეჭდავი ვიდეორგოლით ულოცავენ
02-05-2025

1980-იანი წლებიდან მოყოლებული ქუთაისში ყოველი წლის 2 მაისს იმართება ტრადიციული სახალხო დღესასწაული ქუთაისქალაქობა

ამ ლამაზ დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის N38 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა ვიდეორგოლი ჩაწერეს და საზიგადოებას „გვირილობა“ დიდი სიყვარულით მიულცეს. 

„ქუთაისის N38 საჯარო სკოლის III კლასი გილოცავთ ამ დღესასწაულს“- ვკითხულობთ სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეორგოლის მინაწერში.

სკოლის III კლასის მოსწავლეთა პედაგოგი ქრისტი ნიკოლეიშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს აძლევს არა მხოლოდ საგნობრივ განათლებას, არამედ ზრუნავს მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უანრების წარმოჩენა-განვითარებაზე. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში „გვირილობა“ მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაულია, რომელიც გიმნაზიელი გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას უკავშირდება. გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუპერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. მომდევნო წლებში “გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203