ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაენის დღისადმი მიძღვნილ მუნიციპალურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 
02-05-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან და დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით ყოველთვის მონაწილეობენ მუნიციპალურ ღონისძიებებში. 

14 აპრილს, ჭვინთის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები  (პედაგოგი მანანა ჩინჩალაძე)  შეუერთდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას, რომელიც მერიის მიმდებარედ არსებულ სკვერში გაიმართა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობაში.

ღონისძიების დასასრულს კი მერიისგან მათ საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...