სიყვარულით და ბედნიერებით სავსე დიდი დასვენება თბილისის N36 საჯარო სკოლაში 
02-05-2025

თბილისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. 

სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურებოდა 15 აპრილს სკოლაში გამართული აქტივობა, რომელიც სიყვარულის დღეს მიეძღვნა. 

სკოლის ეკოკლუბის წევრმა მოსწავლეებმა ამ დღისთვის, ხელოვნების პედაგოგ ნანი ჯამბაზიშვილის დახმარებით, სპეციალური ჩარჩო დაამზადეს და სიყვარულით და ბედნიერებით სავსე დიდი დასვენება მოაწყვეს, უმარავი ფოტოთი და დაუვიწყარი მომენტებით. 

მოსწავლეებმა ამ დღის ისტორიაც გაიხსენეს და სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს. 

15 აპრილის სიყვარულის დღედ წოდების ისტორია, 1994 წელს რუსთაველის თეატრში დაგეგმილი კონცერტით დაიწყო. ამის თაობაზე გაზეთმა „კოქტეილმა“ ამცნო თბილისის მოსახლეობას: „ქართველი ახალგაზრდობა ღირსია დღესასწაულის, რამეთუ ყველაზე ლამაზი და ერთგული სიყვარული მათ იციან. დაე, ტრადიციული სიყვარულის დღე 15 აპრილი გამხდარიყოს, ახალგაზრდობის სულის სილამაზის მშვენიერების ზეიმი საქართველოში. მას შემდეგ 15 აპრილს სიყვარულის დღე აღინიშნება.
 
იხილეთ ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203