ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან.
14 აპრილს, ლუხვანოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე რეზი ლეთოდიანი შეუერთდა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, გამართულ მხატვრული კითხვის კონკურსს სახელწოდებით - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“
კონკურსის მონაწილეებს მიესალმა და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ბელა საღინაძე.
ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის, ცაგერის, ქვედა ცაგერის, ზუბის, ლუხვანოს, დეხვირის, ლასურიაშის, ჩხუტელის, ღვირიშის, ნასპერის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ღონისძიებაზე წარმატებით წარდგა მე-7 კლასის მოსწავლე რეზი ლეთოდიანი და მისი საყვარელი ლექსი მხატვრულად წაიკითხა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, თითოეული მონაწილე გამოირჩეოდა დამახასიათებელი ხასიათით, კითხვის თავისებური ოსტატობით, საკუთარი ხელწერით და მშობლიური ენის სიყვარულით.
ღონისძიების ბოლო კონკურსის ყველა მონაწილეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკისგან გადაეცა სამახსოვრო სამადლობელი სიგელი.
იხილეთ ვიდეო: