ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-7 კლასელთა სამაგალითოდ შესრულებული კომპლექსური დავალება 
02-05-2025

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეთა დიდი ინტრესით გამოირჩევა. 

ახლახან, „ორნატის“ მე-7 კლასში ბიოლოგიის პედაგოგ ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით, მოეწყო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე - „სამკურნალო მცენარეები საქართველოში“.

კომპლექსური დავალების მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სამკურნალო მცენარეების შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ საქართველოში სამკურნალო მცენარეების გავრცელების არეალს და მათ სამკურნალო თვისებებს სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

მოსწავლეებმა მოსახლეობაში ჩაატარეს გამოკითხვა, თუ როგორ და რა ინტენსივობით იყენებდნენ მცენარეულ სამკურნალო პრეპარატებს. მათ დაამზადეს სამკურნალო პრეპარატები შესაბამისი რეცეპტებით, შექმნეს საქართველოში გავრცელებული სამკურნალო მცენარეების რუკა და შეადგინეს შემცირებული რაოდენობის მცენარეების ნუსხა, რათა იზრუნონ მათ დაცვასა და გამრავლებაზე, რადგან სამკურნალო მცენარეები ერის საუნჯეა.

კომპლექსური დავალება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203