თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ 
02-05-2025

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

ცხადია სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა დედამიწის დღე. 

პედაგოგი ირმა ჯავახიშვილი თავის მოსწავლეებთან ერთად ამ გარემოსდაცვით ღონისძიებას ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე გამოეხმაურა. გაკვეთილის თემა გახლდათ -  „გავუფრთხილდეთ დედამიწას“. 

მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე დაამზადეს კედლის გაზეთი, შექმნეს ნახატები და კიდევ ერთხელ გაიაზრეს და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია

ასევე, ამ დღესთან დაკავშირებით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგ ხათუნა შალიკაშვილის ინიციატივით, დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები და კლასი სხვადასხვა დეკორაციით გააფორმეს. 

დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203