ოროჯალარის საჯარო სკოლაში  გამოჩენილი სომეხი კომპოზიტორის -არნო ბაბაჯანიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
02-05-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით. 

მათ შორის აღსანიშნავია, ახლახან გამართული საინტერესო ღონისძიება, რომელიც გამოჩენილი სომეხი კომპოზიტორის - არნო ბაბაჯანიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით წარმოადგინეს არნო ბაბაჯანიანის ბიოგრაფია, მოიძიეს ნაკლებად ცნობილი ფაქტები მისი ცხოვრებიდან, გაიხსენეს მისი ცნობილი ნაწარმოებები, მუსიკალური მემკვიდრეობა და ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას. 

ღონისძიება მეტად საინტერეოდ წარიმართა. მსვლელობისას მოსწავლეები ასახელებდნენ კომპოზიტორის მნიშვნელოვან მიღწევებს, გააჟღერეს მისი გამორჩეული ნაწარმოებები და წარმოადგინეს ფოტო და ვიდემასალა. 

„მოსწავლეთა ინიციატივამ და შთამბეჭდავად წარმოდგენილმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი გავლენა აქვს ბაბაჯანიანის მუსიკას სხვადასხვა თაობაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...