ნიჩბისის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა გრძელვადიანი გარემოსდაცვითი პროექტი და დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები
02-05-2025

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პარუსიხმგებლობის ამაღლებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, გრძელვადიანი პროექტი, რომელიც 2024-2025 სასწავლო წლის ოქტომბერში დაიწყო და აპრილში დედემიწის საერთაშორისო დღემდე გაგრძელდა. პროექტი სკოლის მე-3 და მე-3 კლასების მოსწავლეებმა განახორციელეს დამრიგებლების  - ეკა პატიაშვილისა და ნატო ვასაძის, ხელმძღვანელობით. პროექტი სახელწოდებით - „მრავალფეროვანი ბუნება“, ემსახურებოდა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს: „დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება“.

პროექტის მიზანია - მოსწავლეებმა გააცნობიერონ სამყარო მათ ირგვლივ ისე, რომ სრულფასოვან ინდივიდებად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს მათ და გახდნენ აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები. 

  • გააცნობიერონ საკუთარი კულტურა, სხვების კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა; 
  • გახდნენ აქტიური მოქალაქენი, რომელთაც შეუძლიათ თანაგანცდა;
  • შეძლონ ბუნებასთან ჰარმონიაში თანაცხოვრება, ნებისმიერი ქმედების დაგეგმვისას აიღონ პასუხისმგებლობა, გაიაზრონ თუ როგორ გარემოში უნდათ ცხოვრება;
  • იმსჯელონ დედამიწის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობასა და საფრთხეებზე; 
  • წვლილი შეიტანონ ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, რომლებშიც  მოსწავლეები ხალისით და აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ გააცნობიერებს რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია საკუთარი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

დედამიწის დღე აღნიშნეს სკოლის მე-2 კლასელებმაც, პედაგოგ ელზა ოსეფაშვილი​ს ხელმძღვანელობით. პატარებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...