ოზურგეთის N1 და დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კალიგრაფიის კონკურსში პირველი და მეორე ადგილები გადაინაწილეს
02-05-2025

ოზურგეთის N1 და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კალიგრაფიის კონკურსში ბრწყინვალე წარმატება მოიპოვეს და მოწინავე ადგილები დაიკავეს. 

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი ნიკოლაიშვილმა კონკურსში პირველი ადგილი დაიმსახურა, დაბა ნასაკირალის სკოლის მოსწავლე როლანდ იორდანიძემ კი მეორე. 

ახლახან, კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები - ნინი ნიკოლაიშვილი (პირველი სკოლა), როლანდ იორდანიძე (დაბა ნასაკირალის სკოლა) და ნატა კვერღელიძე (თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის სოფელ გურიანთის სკოლა) საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.

ოზურგეთის მერის მოადგილე - ნათია გოლიაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ლალი სიჭინავასთან ერთად, დედა ენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და სპეციალური პრიზები გადასცა. 

მერის მოადგილემ მათ შემდგომი წარმატებები უსურვა და ახალგაზრდებს კონკურსში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

კალიგრაფიის კონკურსი „ქართული ხელნაწერი“ მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ასევე, ხელით წერის კულტურის განვითარება და მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...