მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიორტული სულისკვეთების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ, მათ შორის შექმნეს სასკოლო გაზეთი, ასევე ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო ბლოშურები სლოგანით - „მეხსიერების ფურცლები“, რომელიც გაავრცელეს სასკოლო საზოგადოებაში.
აქტივობების მიზანი იყო ისტორიული მეხსიერების ფორმირება, თანამონაწილეობითი სწავლება,
თაობათა შორის კავშირის გამყარება, სამოქალაქო აღზრდა - დემოკრატიის, თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების გაცნობა-გააზრება პრაქტიკული საგაზეთო საქმიანობის გზით.
ეროვნული იდენტობის ფორმირება - მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ისტორიული ფაქტების გაცნობის გზით.
თანამედროვე კონტექსტის გააზრება - 9 აპრილის მოვლენების მნიშვნელობის დაკავშირება დღევანდელობასთან და საქართველოს განვითარების თანამედროვე გამოწვევებთან.
იხილეთ ფოტოები: