ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გვირილობა“ აღნიშნეს
02-05-2025

გვირილობა“, ანუ „ქუთაისქალაქობა“, როგორც საქველმოქმედო ღონისძიება პირველად 1921 წელს ჩატარდა. საქველმოქმედო აქციის მონაწილე გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულ​ოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად, სამზადისს შეუდგნენ. 

გვირილები სკოლის ულამაზესს ეზოში დაკრიფეს და გვირგვინებიც დაამზადეს, დღესასწაულის ისტორიაც გაიხსენეს და დრო სასიამოვნოდ ადა ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სიკეთის კეთებას, ჰუმანურობასა და ემპათიას ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...