ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეება კოსმოსური ხომალდისა და კოსმონავტის მოდელი შექმნეს და საგაკვეთილი თემა შთამბეჭდავად შეაჯამეს
02-05-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.  

22 აპრილს, მოსწავლე-მასწავლებლები გარემოსდაცვით მსოფლიო ღონისძიებას შეუერთნენ და დედამიწის დღე აღნიშნეს. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. 

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-5 კლასში, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე (მასწავლებელი - სოფიკო კვერნაძე ) სწორედ ამ დღეს ჩატარდა თემის - „კოსმოსი“ შემაჯამებელი გაკვეთილი. მოსწავლეებმა გაიხსენეს თემის ფარგლებში ნასწავლი: პლანეტები, მზის სისტემა, კომეტები, ასტეროიდები და მეტეორიტები, თანავარსკვლავედები და ვარსვკლავები, კოსმონავტები და მათი აღჭურვილობა, ნახეს ვიდეორგოლები, კოსმოსური ხომალდის მოწყობისა და მასში კოსმონავტების გადაადგილების შესახებ.

თემის შესახებ მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, მოამზადეს კოსმოსური ხომალდისა და სკაფანდრიანი კოსმონავტის მოდელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...