ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები, მძლეოსნობაში, რეგიონის ჩემპიონები გახდნენ
02-05-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ბრწყინვალე სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მძლეოსნობის ასპარეზობაში პირველობა არავის დაუთმეს. 

ამბროლაურში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დასკვნითი რეგიონული შეჯიბრებები მინი ფეხბურთსა და მძლეოსნობაში ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის.

მძლეოსნობის ასპარეზობაში ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები გახდნენ რეგიონის ჩემპიონები.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...