ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
02-05-2025

დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში,  II და III კლასების მოსწავლეებმა (სულ ხუთი მოსწავლე) საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს დედამიწის დღის მნიშვნელობის, გარემოსდაცვითი ინიციატივების, ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, ყურადღება გაამახვილეს ნარჩენების შემცირებაზე, აღნიშნეს რომ მათი გადამუშავებით შეგვიძლია ერთდროულად  დავზოგოთ ენერგია, რესურსები და შევამციროთ ნარჩენები. (მდგრადი განვითარების მე - 12 და მე-17 მიზანი).

ეს ინფორმაცია პატარა პრეზენტატორებმა გააცნეს სკოლის სხვა მოსწავლეებს და პედაგოგებს.  ბოლოს დედამიწის სიყვარული და მუდმივი მზრუნველობა ხელის ანაბეჭდით დაადასტურეს.

აქტივობა მომზადდა პედაგოგ ლალი მურადაშვილის დახმარებით, დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...