ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით, განათლების ხელშეწყობას.
მათ შორის საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო სფეროში ადამიანები ფულად ჯილდოს მიიღებენ. გარდა ამისა, ფულად ჯილდოს მიიღებენ სკოლის წარჩინებული (ოქროს და ვერცხლის მედლის მფლობელი) კურსდამთავრებულები და ეროვნული გამოცდების საფუძველზე 100-პროცენტიანი გრანტით ჩრიცხული სტუდენტები:
„პროგრამა ითვალისწინებს:
საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ადამიანების სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელთა ფულადი ჯილდოთი წახალისებას;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსანთა წახალისებას ფულადი ჯილდოთი;
სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, შემეცნებით, პროფესიულ, სადღესასწაულო დღეებზე, მოსწავლე-ახალგაზრდებისა და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანების ფულადი ჯილდოთი, სხვადასხვა პრიზითა თუ ფასიანი საჩუქრით წახალისებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.