22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.
გამორჩეულად აღინიშნა ეს დღე ბონდო როსტიაშვილის სახელობის, მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსნის საჯარო სკოლაშიც: ნახატებით, პოსტერებით, თანატოლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაზიარებით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი გარემოსდაცვითი აქტივობა წარმოადგინეს, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნონა ელკანიშვილი.
„კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე ჩვენმა პატარებმა საკუთრი ნამუშევრები წარმოადგინეს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს თანატოლებს იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნონ გარემოზე“, - აღნიშნულია სკოლია მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბავშვებმა ასევე ისაუბრეს კლიმატის ცვლილებებზე, ბუნების დაცვის გზებზე და საკუთრი წილი პასუხისმგებლობა გაიაზრეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, რომელსაც მოვლა-მოფრთხილება სჭირდება.