გავაზის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები პროფესიულ კოლეჯში იმყოფებოდნენ, სადაც საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ
01-05-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად კოლეჯში „აისი“ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. 

კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა, თამარ გეთიაშვილმა სტუმრებს პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრაციის ვადების, ტესტირებისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: სახელოსნოები, ლაბორატორიები, თეორიული სწავლების კლას-კაბინეტები და სტუდენტთა საცხოვრებელი. პროფესიული განათლების მასწავლებლებისგან მოისმინეს ინფორმაცია სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ.

ექსკურსიები პროფესიულ კოლეჯებში ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეთა ინფორმირებას პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე, რაც მათ დაეხმარება პროფესიის შერჩევის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203