
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის V კლასში კლასგარეშე აქტივობები - „მე შემიძლია“ უფრო და უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება.
პროექტს საგანში - „ჩემი საქართველო“ პედაგოგი ფიქრია ხუჯაძე მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს.
Vა კლასის მოსწავლე ანამარია ძოწენიძე ამჯერად აჭარული ფოლკლორით ჩაერთო პროექტში და ლამაზ აჭარულ მუსიკას გემრიელი აჭარული ჰალვაც მოაყოლა. მისი აქტიურობა გადამდები აღმოჩნდა თანაკლასელებისთვის, რომლებმაც სხვადასხვა თემები გადაინაწილეს და არაერთ აქტივობას გეგმავენ.
სკოლის კლასგარეშე აქტივობა „მე შემიძლია“ გრძელდება.
იხილეთ ვიდეო: