ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის V კლასში კლასგარეშე აქტივობები - „მე შემიძლია“ უფრო და უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება.
პროექტს „ჩემი საქართველოს“ პედაგოგი ფიქრია ხუჯაძე მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს და ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოა.
ამჯერად, პროექტის ფარგლებში თავისი შესაძლებლობები Vა კლასის მოსწავლე ავთანდილ ჩაჩანიძემ წარმოაჩინა. უგემრიელესი ნაზუქის დასამზადებლად ის სტუმრად ბებოსთან ხაშურში ჩავიდა.
ნაზუქის ცხობის ტრადიცია საქართველოში დიდი ხნის წინათ არსებობდა და ის ყველაზე მეტად შიდა ქართლსა და სამხრეთ საქართველოს სამზარეულოში გვხვდებოდა. ესაა ყველაზე გავრცელებული განსაკუთრებული ფორმის ტკბილი პურის სახეობა. მას სარიტუალო პურის დანიშნულება აქვს და ქართლში სააღდგომოდ პასქების ნაცვლად აცხობენ.
„ყველაზე გემრიელი თონეში გამომცხვარი ნაზუქია, თანაც აუცილებლად ქართლში გამომცხვარიო“ - თქვა ავთანდილმა და ბებოს დახმარება სთხოვა.
ავთანდილი თავის ვიდეორგოლში უგემრიელესი ნაზუქის საიდუმლო რეცეპტს გვიმხელს.
კლასგარეშე აქტივობა „მე შემიძლია“ გრძელდება.
იხილეთ ვიდეო ბმულზე