ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა საგანმანათლებლო გაკვეთილ-ღონისძიება სახელწოდებით „მათემატიკის სამყარო“.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა გამოცდილი და პროფესიონალი პედაგოგი, მარგარიტ თოროსიანი.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს მრავლი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათემატიკის შესახებ, რაც დაეხმარება მათ საგნისადმი ინტერესის გაღვივებასა და მოტივაციის ამაღლებაში.
გაკვეთილზე გამოყენებული იყო თანამედროვე რესურსები და ინოვაციური მეთოდები, რაც საგანმანათლებლო პროცესს განსაკუთრებით საინტერესოსა და სახალისოს ხდიდა.
ღონისძიებამ დატოვა დადებითი ემოციები და შთაბეჭდილებები როგორც მოსწავლეებში, ასევე დამსწრე პედაგოგებში.
იხილეთ ფოტოები: