შორაპნის საჯარო სკოლის V კლასში კლასგარეშე აქტივობა „მე შემიძლია“ გრძელდება
01-05-2025

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის V კლასში კლასგარეშე აქტივობები „მე შემიძლია“ რომელასაც საგანში „ჩემი საქართველოს“ პედაგოგი ფიქრია ხუჯაძე მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს, უფრო და უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება.

 ამჯერად თავისი შესაძლებლობები V კლასის მოსწავლე ბარბარე მუმლაძემ გაგვაცნო. 

„ჩვენი საქართველო“ ბევრ საინტერესო ამბავს აცნობს მოსწავლეებს. როდესაც აჭარელთა სამეურნეო საქმიანობებში „გეჯური მეფუტკრეობა“ განვიხილეთ, ბარბარე მუმლაძემ გამოთქვა სურვილი თავისი ოჯახის ტრადიციული მეფუტკრეობის წესები გაეცნო თანაკლასელებისთვის და სასკოლო საზოგადოებისათვის.

„როგორც ბარბარემ გვითხრა იმერელ ფუტკარს არ უყვარს ცივი კლიმატი, ამიტომ მისმა ოჯახმა მთიანი რკვიიდან ფუტკარი გამოსაზამთრებლად ბარში, აჯამეთში წაიყვანა. სწორედ აჯამეთის ულამაზეს ნაკრძალში ჩაწერა ვიდეორგოლი, რომელიც გვინდა დღეს წარმოგიდგინოთ. ბარბარე საინტერესოდ გვიყვება ფიჭით ჩარჩოების გამზადების, საფუტკრეში მუშაობის წესებს. საქართველო რუხი ფუტკრის სამშობლოა-გვიმტკიცებს ბარბარე და სადემონსტრაციოდ ხელზე მამალი ფუტკარიც დაუსვამს“,-  

კლასგარეშე აქტივობა „მე შემიძლია“ გრძელდება.

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203