ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში მეორე კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი პროექტი განახორციელეს – მათ საკუთარი ხელით შექმნეს დიორამა, სადაც პანდები და დინოზავრები ცხოვრობენ.
საინტერესო და სახალისო აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი სუსანა მკრტჩიანი, რომლის დახმარებითაც ბავშვებმა არა მხოლოდ სივრცითი და ხელოვნური უნარები გაიმჯობესეს, არამედ ფანტაზია და ჯგუფური მუშაობის უნარიც გაიღრმავეს.
დიორამამ ბავშვებში დიდი ინტერესიც გამოიწვია და წარმოსახვის უნარის განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
იხილეთ ფოტოები: