ალერტკარის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგების ხელმძღვანელობით „შექსპირის საღამო“ გაიმართა
01-05-2025

​ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლების ნ. ჭანიასა და მ. ბებიას ხელმძღვანელობით ჩატარდა „შექსპირის საღამო“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. საღამო ინგლისურ და ქართულ ენებზე წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს უილიამ შექსპირის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წაიკითხეს ნაწყვეტები შექსპირის ტრაგედიებიდან, ასევე სონეტები ინგლისურ და ქართულ ენებზე.

მასწავლებლებმა აღნიშნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის მსოფლიო ლიტერატურის შედევრების გაცნობა, რაც ამდიდრებს მათ ზოგად და ლიტერატურულ განათლებას.

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...