სეროფე ბენგოიან-ლევონიანის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში სომეხი ერისთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ისტორიული მოვლენა - სომეხთა გენოციდი მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივისცემით აღნიშნეს.
სკოლის დირექტორის, ერვანდ ვარდერესიანის ხელმძღვანელობით, სკოლის მოსწავლეებმა მემორიალთან ყვავილები მიიტანეს, დაანთეს სანთლები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის დროს განხორციელებული გენოციდის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
ღონისძიება ემოციურად დატვირთული იყო. მოსწავლეები თავჩახრილნი იდგნენ მემორიალთან, რითაც გამოხატავდნენ პატივისცემასა და თანაგრძნობას საკუთარი ერის ტრაგიკული ისტორიისადმი. როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები ეხმარება ახალ თაობას სწორ ფასეულობებზე აღზრდაში და მათში სამშობლოს სიყვარულსა და თავდადების უნარს აყალიბებს.
იხილეთ ფოტოები: