კერძო სკოლა „ოცნების“ მოსწავლემ, სალომე გუგავამ წყალტუბოს მერიაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
01-05-2025

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია და წყალტუბოს სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა თემატური გამოფენა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლემაც მიიღო.

კონფერენციაზე შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების„ მე-10 კლასის მოსწავლემ, სალომე გუგავამ, წარმოადგინა პრეზენტაცია ქართული დიალექტების შესახებ, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. აქვე აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას წყალტუბოს მერის მოადგილე გია კვასტიანი და კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი ესწრებოდნენ.

კონფერენციის ბოლოს მომხსენებლებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

სკოლის დირექცია სალომე გუგავას ულოცავს წარმატებულ გამოსვლას და წინ ფრო დიდ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...