კერძო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა დედამიწის დღე ნერგების დარგვით აღნიშნეს
01-05-2025

დედამიწის დღის აღსანიშნავად, შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა სკოლის წინ გამწვანების აქცია ჩაატარეს. მათ ნერგები დარგეს და მიმდებარე ტერიტორია გაალამაზეს.

გარემოსდაცვითი ღონისძიება სკოლის დირექტორის, ირინე ცაავას ხელმძღვანელობით გაიმართა. სკოლის ლიდერის თქმით, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისა და მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისთვის.

სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი მოქმედებით მაგალითი მისცეს თანატოლებს და დაადასტურეს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის საქმეა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...