„გაზაფხული შემოსულა რეტროს სტილში“ - თბილისის N28 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა დედებისა და ბებიების სამოსი მოირგეს 
01-05-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა ხალისიანი პროექტი წარმოადგინეს თემაზე - „გაზაფხული შემოსულა რეტროს სტილში“. ღონისძიება მოეწყო საგნებში მუსიკასა და ქართულ ენაში გაერთიანებული სასწავლო პროცესის ფარგლებში.

მოსწავლეებმა სცენურად გააცოცხლეს წარსულის ატმოსფერო - დედებისა და ბებიების კაბებში გადაცმულმა ბავშვებმა გაზაფხულის მოსვლა სიმღერით, ცეკვითა და მხიარული განწყობით აღნიშნეს. რეტრო თემატიკამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა პატარებზე, რომლებმაც ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა წარმოდგენაში.

პროექტის ხელმძღვანელები იყვნენ პედაგოგები ლია ცერცვაძე და ლიკა მაჭავარიანი. მათი თქმით, ინიციატივა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების გაძლიერებას, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობასა და საერთო დადებითი ემოციური ფონის შექმნას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203