ალასტანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მუნიციპალურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
01-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში და როგორც ცოდნას, ისე ნიჭსა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

29 აპრილს, ახალქალაქში, ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ღონისძიება გაიმართა.

ალასტანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებას ხალისით შეუერთდნენ და დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი წარმოდგენითაც წარდგნენ. 

მოსწავლეთა ცეკვის მასწავლებელი გ.მელიკიანი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...