
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო სასწავლო მეთოდსა თუ აქტივობას სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
სლოგანით - „გაიცანი საქართველო“ მე-3 კლასელებმა რამდენიმე საათით ტუროპერატორების როლი მოირგეს და დაგეგმეს ტური სხვადასხვა მხარეში. თითოეულმა წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაცია საქართველოს კუთხეებსა და ღირსშესანიშნაობებზე.
„ხან აჭარა -გურიის მთებში ვიმოგზაურეთ,რაჭა-ლეჩხუმის და მთა -თუშეთის სილამაზით მოხიბლულები,სვანურმა კოშკებმა გაგვაოცა,კახური „მრავალჟამიერის“ მადლმა და ვარძიის სანახებმა, სამეგრელოს მრავალფეროვნებამ და აფხაზეთის ზღვის სინაზემ კიდევ უფრო ამაყები გაგვხადა,რომ ვართ ქართველები და ეს სიმდიდრე ჩვენია და ჩვენს პატარა ქვეყანაშია თავმოყრილი“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
მოსწავლეებმა შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები და სურვილი გამოთქვეს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის და ახლოს გაცნობის.
იხილეთ ფოტოები: