
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
აპრილის ბოლო დღეს, ლახამულას საჯარო სკოლაში ჩრდილებისა და თოჯინების თეატრი მოეწყო.
პატარების ხელით დამზადებული ნიღბები, არტისტული ნიჭის ზეიმი, „წითელქუდას“, „სამი გოჭის“ პერსონაჟების გაცოცხლება ფარდის მიღმა, ფარდის წინ კი სიცილი, ტაში, ოვაცია, აღფრთოვანება... - სწორედ ასე სახალისოდ და შემოქმედებითად წარიმართა ღონისძიება და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა.
ღონისძიების ორგანიზატორი ხელოვნების და მუსიკის ახალგაზრდა, ნიჭიერი მასწავლებელი თამარ შუბითიძე გახლავთ, რომელმაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სასკოლო საზოგადოებას არაერთხელ აჩუქა ლამაზი დღესასწაული.
იხილეთ ფოტოები: