მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა თუ ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან.
მათ შორის, შულავერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ ნათია გოგიაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში-ს ორგანიზებულ დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში - „ქართული ენა გვაერთიანებს!“, რომელიც 14 აპრილს გაიმართა.
მოსწავლეები კონფერენციაზე წარმატებით, საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ქართული ენის მნიშვნელობისა და როლის განხილვას კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო კონტექსტში, განსაკუთრებით მულტიკულტურულ გარემოში.
იხილეთ ფოტოები: