შულავერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე აჩუქეს
01-05-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

მათ შორის აღსანიშნავია, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება, რომელიც პედაგოგ ხათუნა გიგაურის ხელმძღვანელობით განხორციელდა. შემოქმედებითი ბუნების მქონე დავალების თემა იყო - „მეორე სიცოცხლე: ძველი ნივთების ახალ შესაძლებლობებად გარდაქმნა“.

მოსწავლეებმა მეორეულ ნივთების ახალი სიცოცხლე შთაბერეს, შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს:

1.  შემოქმედებითი აზროვნება - ჩვეულებრივ საგნებში ახალი შესაძლებლობების დანახვა;

2.  პრობლემების გადაჭრის უნარი - ძველი ნივთების მოდიფიცირება და ახალი ფუნქციის მინიჭება;

3.  ხელსაქმისა და ტექნიკური უნარები - სხვადასხვა მასალასთან მუშაობა;

4.  გარემოსდაცვითი ცნობიერება - ნარჩენების შემცირება და რესურსების ხელახალი გამოყენება;

5. თანამშრომლობა - ჯგუფური მუშაობის დროს;

6.  დაგეგმვის უნარი -  იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე მიყვანა;

7.  კრიტიკული აზროვნება - რომელი მასალები და ტექნიკებია საუკეთესო კონკრეტული ამოცანისთვის;

8.  მოთმინება და შრომისმოყვარეობა - მუშაობის პროცესში;

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კომპლექსური დავალება „მეორე სიცოცხლე: ძველი ნივთების ახალ შესაძლებლობებად გარდაქმნა მნიშვნელოვანი იყო ეკოლოგიური თვალსაზრისითაც - მოსწავლეებმა ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს, რაც ნარჩენების შემცირებას უწყობს ხელს და მდგრადი განვითარების პრინციპებს ასწავლის მათ.

„ასეთი პრაქტიკული გამოცდილება ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ, რომ თითოეული ადამიანის მცირე ქმედებასაც კი შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს გარემოზე“,-აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...