
თბილისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მომავალ თაობას მშობლიური ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.
ცხადია, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედაენის დღე.
1-ელ ა კლასში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი კალიგრაფიული ნაშრომები და ქართული ენისა და დამწერლობის სილამაზე უკეთ გაიაზრეს. აქტივობას მასწავლებელი თამარ ჩაჩუა ხელმძღვანელობდა.
მე-3 ბ კლასში კი, დედაენის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია. მასწავლებელი თამარ ჩაჩუა მოსწავლეები დედაენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა, მოსწავლეებმა კი ხოტბა შეასხეს ქართულ ენას და მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე ისაუბრეს, ასევე აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილისა და მისი შექმნილი „დედაენის“ ღვაწლი წიგნიერების გავრცელებაში.
ღონისძიებები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: