გომბორის საჯარო სკოლაში, დნმ-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
01-05-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

25 აპრილს სკოლაში დნმ-ის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ. 

სკოლაში ზუსტ და საბუნებისმეტყველო კათედრის ორგანიზებით, გაიმართა დნმ-ის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მათ წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია თემებზე - დნმ-ის აღმოჩენის ისტორია, დმნ-ის ანაბეჭდი და მისი გამოყენება, ასევე მოსწავლეებმა დაამზადეს დნმ-ის მოდელები, ასაწყობი დნმ-ი, გააფორმეს კედლის გაზეთი.

პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა საკითხის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს და ბევრი ახალი ინფორმაციაც მოიძეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...