„გავაცოცხლოთ ანბანის ასოები“ - თბილისის N212 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა შემოქმედებითი პროექტი
01-05-2025

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. ცხადია სკოლაში აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლეებლთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე. 

ამ დღესთან დაკავშირებით, პედაგოგმა - ნანა მეზურნიშვილმა მე-3 კლასში​ განახორციელა პროექტი „გავაცოცხლოთ ანბანის ასოები“. 

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. პატარებმა საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203